ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს ბანკმა" ბათუმში სასტუმრო "Radisson Blu Hotel Batumi"-ს მშენებლობა 27 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხით დააფინანსა
20/07/2011


პრესრელიზი

20 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge 

„საქართველოს ბანკმა" ბათუმში სასტუმრო "Radisson Blu Hotel Batumi"-ს მშენებლობა 27 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხით დააფინანსა

[Publicity.Ge]თბილისი, 20 ივლისი, 2011  - თბილისი, 20 ივლისი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, რომ ბათუმში სასტუმრო "Radisson Blu Hotel Batumi"-ს მშენებლობას 27 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხით დააფინანსა. სესხი მოხმარდა სასტუმროს დასრულებასა და აღჭურვას.

"საქართველოს ბანკი" აქტიურად განაგრძობს სასტუმროების მშენებლობის სექტორის დაფინანსებას საქართველოში და 2010 წელს თბილისში წარმატებულად გახსნილი Holidau Inn-ის შემდეგ, მსოფლიოში კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის სასტუმროს, მშენებლობის დაფინანსება გადაწყვიტა. ამგვარად, "Radisson Blu Hotel Batumi"-სთვის სესხის გამოყოფა, არის კიდევ ერთი მაგალითი, ქართული ბანკის მიერ, ადგილობრივად სასტუმროს მშენებლობის დაფინანსებისა.

სასტუმრო "Radisson Blu Hotel Batumi"-ს მშენებლობა, ტურიზმისა და დასვენების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. სასტუმრო განთავსდება ნინოშვილის ქუჩა #1-ში და წარმოადგენს საერთაშორისო დონის 4* სასტუმროს. "Radisson Blu Hotel Batumi" დაიტევს 168 სასტუმრო ოთახს და საერთაშორისო კლასის სასტუმროსათვის საჭირო ინფრასტრუქტურას. სასტუმრო გამიზნულია როგორც დასვენების, ისე საქმიანი მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის და მასში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კომფორტსა და დიზაინის თანამედროვე გადაწყვეტილებებზე.

წაკითხულია: 2760